სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საბადრაგო სამსახურმა სასამართლოში გადაიყვანა. სოსო გოგაშვილის საქმის არსებითი განხილვა პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დღეს პროცესზე იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე ჩაწერილ მასალას იკვლევენ, რომლის გამოძიების ინფორმაციით, სამართალმცველებმა გოგაშვილის სახლიდან ამოიღეს.
სუს-ის ყოფილი უფროსის პროცესი მედიისთვის დახურულია. პროცესს ვერც გოგაშვილის ოჯახის წევრები ესწრებიან.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მასალა რომელიც გოგაშვილის სახლიდან ამოიღეს, თავად ჩადეს სამართალდამცველებმა.
“2022 წლის 15 ივლისს გამოქვეყნდა საჯარო, გამომწვევი ფეისბუკ-სტატუსი, სადაც გოგაშვილი კონკრეტული მხილებით იმუქრებოდა და ბოლოს ამბობდა, აბა მოდით, გელოდებით, იმოქმედეთ და სწორედაც 13 საათაში იმოქმედეს. ამის შემდეგ შეიტანეს და ჩაალაგეს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა უკანონო ინფორმაციები მის სახლში. რომ არ ყოფილიყო ეს სტატუსი, რომ არ ყოფილიყო მისი პოლიტიკური აქტიურობა, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს სასამართლოზე არ ვიქნებით ამ საქმეზე. იოსებ გოგაშვილი არ იქნება ბრალდებული”, – ამბობს ადვოკატი.