ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვადებზე შეგნებულად არ ვისაუბრებ, ჩვენი აქილევსის ქუსლი გახდა – წილოსანი მეტრო გოცირიძეზე

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ მეტროსადგურ გოცირიძესთან დაკავშირებით უსაფრთხოებაზე ექსპერტების დასკვნას ელოდებიან. წილოსანი არ საუბრობს გახსნის ვადებზე, რადგან, მისივე სიტყვებით, გოცირიძე მათი “აქილევსის ქუსლი” გახდა.

“უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ველოდებით. უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროცესის დაჩქარება და სწრაფად გასვლა. იქ სამუშაოები დასრულებულია, აღარ მიმდინარეობს, ექსპერტების დასკვნას ველოდებით, ექსპერტები დათვალიერებას, შესწავლას და საექსპერტო დასკვნის მომზადებას ახდენენ. ვადებთან დაკავშირებით “გოცირიძეზე” შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენი “აქილევსის ქუსლი” გახდა”. – ამბობს წილოსანი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

2022 წლის ნოემბერში თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მეტროსადგურ გოცირიძეზე, რომლის გახსნაც მრავალჯერ გადაიდო, სამუშაოები დასრულდა და ექსპლუატაციის პროცედურები მიმდინარეობდა.

იტვირთბა....