ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში 68 წლამდე მამაკაცი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. შემთხვევა დღისით მოხდა, სავარაუდოდ ცხედარი ბავშვმა დაინახა, რის შემდეგაც იქ მყოფ მამაკცს აცნობა.
როგორც ადგილზე “მეგატვ”-თან აცხადებენ, მამაკაცი ხშირად დადიოდა პარკში და სავარაუდოდ ხე წინასწარ ჰქონდა შერჩეული, მათივე თქმით მამაკაცი მხატვარი იყო და იგი იქვე მეზობლად ცხოვრობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანანები.