“ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მან თავი “გაიბანძა“.
“ამ ქვეყანაში, რეალურად, ადამიანი აღარ დარჩა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილზე სიმართლე არ იცის. სააკაშვილი უბრალოდ თაღლითობს – არ ჭამს საჭმელს, არ იღებს მედიკამენტებს და გადასხმებს, რომლებიც მის ჯანმრთელობას გააუმჯობესებს. ეს ადამიანი თან თაღლითობს და თან ვიღაცები, მსოფლიოს მასშტაბით, პიარკამპანიას ულაგებენ, რათა ჯერ ქვეყანა დააზიანონ და, საბოლოოდ, ომში ჩაგვრთონ.
ახლა ჩვენზე, როგორც რუსულ ხელისუფლებაზე, ისე საუბრობთ, მაგრამ რუსული ხელისუფლება როდის გეყოლებოდათ, იცით? ყველა მოწოდებას რომ გავყოლოდით, რაც მოდიოდა და რამდენიმე დღეში თბილისის ცენტრში რუსული ტანკები რომ ივლიდნენ.
მიხეილ სააკაშვილი იმდენად პოლიტიკური „ლუზერი“ გახდა, თავისი ტირილით, თაღლითობით, რაღაცების მოგონებით თავი ისე „გაიბანძა“, რომ არაფრის თავი აღარ აქვს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.