აფეთქება ქუთაისში – არსებული ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში
დანგრეულია ის შენობა, სადაც საავადმყოფოს გათბობის სისტემა იყო დამონტაჟებული.
როგორც ცნობილია, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისძვრა ეგონათ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სპეციალური სამსახურები, რომლებიც მომხდარის მიზეზს სწავლობენ.