ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

ბათუმში ცემენტის ქარხნის მშენებლობა იგეგმება

“აშკალეცემენტმა” ბათუმში ცემენტის ქარხნის მშენებლობისადმი ინტერესი გამოხატა.

პროექტის მიხედვით კომპანია 50 000 კვ. მ მიწის ნაკვეთზე ცემენტის დაფქვისა და შეფუთვის ქარხნის მოწყობაში 30 მლნ აშშ დოლარის, მზა ბეტონის წარმოების უზრუნველყოფისთვის კი 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებას გეგმავს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი საწარმო პირველ ეტაპზე 140 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. სატრანსპორტო და სხვა მომსახურეობებზე კი ჯამში 1500 -მდე ადამიანი დასაქმდება.

 

იტვირთბა....