ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი მღებრიშვილი: იმედს ვიტოვებ, რომ ეს საქმე გაიხსნება და დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საბურთალოს სასაფლაოზე მომხდარი ფაქტი გაიხსნება. ამის შესახებ მღებრიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა.

“არ მინდა წინასწარ რაღაც ინფორმაციების მოწოდება. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში მაქსიმალური რესურსი მივმართეთ ამ საქმის გამოძიებისკენ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს საქმე გაიხსნება და დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ საბურთალოს სასაფლაოზე “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

იტვირთბა....