ახალი ამბები მთავარი სამართალი

პეტრიაშვილზე თავდასხმის დეტალებს მასთან ერთად მყოფი კახა საკანდელიძე იხსენებს

 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრ ალექსი პეტრიაშვილთან ერთად თავდასხმის დროს საბურთალოს სასაფლაოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საკანდელიძე იმყოფებოდა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან  საუბრის დროს იხსენებს, რომ თავდამსხმელებმა მას იარაღი მიაბჯინეს და დაემუქრნენ.

საკანდელიძის თქმით პეტრიაშვილს 2 პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე კი ნიღბის გარეშე,  თუმცა როგორც საკანდელიძე ამბობს მას დამნაშავის ამოცნობა გაუჭირდება.

მისივე თქმით ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ერთ თავდამსხმელს ჰქონდა, ორივე მათგანი კი ხელკეტებით იყვნენ აღჭურვილი. საკანდელიძე იხსენებს, რომ დამნაშავეები მიზანმიმართულად ალექსი პეტრიაშვილისკენ გაემართნენ და დაესხნენ თავს.

კახა საკანდელიძე გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს რაიონის მეორე განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, გუშინ საბურთალოს სასაფლაოზე “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

 

 

იტვირთბა....