aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ჩემო საქართველო, უკრაინაში ყველაზე ცხელი ადგილიდან გწერ ამ სიტყვებს – კობა ხაბაზი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კობა ხაბაზი, რომელიც ახლა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის საქართველოს მიმართავს და საზოგადოებას უკრაინის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

„ჩემო საქართველო, უკრაინაში ყველაზე ცხელი ადგილიდან გწერ ამ სიტყვებს: ხვალ მე შენ მეიმედები,ხვალ ჩვენ, უკრაინაში მებრძოლებს გვეიმედები. გვჯერა, რომ ბევრი იქნებით, გვჯერა, რომ ხვალ თქვენი სიმრავლე და მხარდაჭერა გულს გაგვითბობს. ჩვენ ეს გვჭირდება, თქვენი თანადგომა გვჭირდება.
მთავარი თხოვნა: არ ითამაშოთ პოლიტიკანობა, არ მიედ-მოედოთ, ღიად დააფიქსირეთ და მოითხოვეთ მიშას თავისუფლება. ეს სამართლიანია, ეს სწორი ნაბიჯია, ეს უკრაინის მხარდაჭერაა,ეს ღირსეული ადამიანის ღირსეული პოზიციაა.
#თავისუფლებამიშას“ , – წერს ხაბაზი.

იტვირთბა....