aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

„კიდევ ერთი მოღალატეობრივი ტექსტი“ – სანაია ირაკლი კობახიძის პოსტზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„კიდევ ერთი მოღალატეობრივი ტექსტი.
– ომში დადანაშაულებულია დასავლეთი.
– გამოთქმულია საყვედური უკრაინის მთავროვის მიმართ და საკითხი განხილულია იმ კონტექსტში, რასაც ტროლებს აწერინებს ,,ქართული ოცნება” – ზელენსკიმ ხალხი დაახოცვინა, ომი ვერ აიცილა. ერთი სიტყვით, დამნაშავე უკრაინაა, რომელმაც იძულებული გახადა რუსეთი, რომელსაც აგრესიის გარდა სხვა გზა არ რჩებოდა.
– უკრაინელი ხალხი ამას არ იმსახურებდაო – აქაც საყვედური მიემართება ზელენსკის და არა პუტინს.
– ბოლოს. სრული კატასტროფა – უკრაინას დამოუკიდებლობას ვუსურვებო. თითქოს უცნაურია დამოუკიდებელ ქვეყანას დამოუკიდებლობა უსურვო. საქმე ისაა, რომ აქ გულისხმობს – უკრაინა არ არის დამოუკიდებელი დასავლეთისგანო. ამიტომ ვუსურვებ ამერიკისა და ევროპისგან გათავისუფლებასო.
კობახიძე არის ჩვეულებრივი მოღალატე და პუტინისტი. წარმოგიდგენიათ, იჯდა და ვირეშმაკულად ამ სიტყვებს არჩევდა, წინადადებებად ალაგებდა. თან წვალობდა, ისე დაეწერა, აქ მის პატრონ ბიძინას და იქ, მოსკოვში, ამათ ყველას მთლად მთავარ პატრონებს მოეწონოთ.
ტიპი სადაა ხვდებით ? სადა აქვს შეტოპილი ამ ქვეყნის მოღალატეს. ამას ხელს არავინ უნდა ართმევდეს არც ერთ სივრცეში“ , – წერს სანაია.

შეგახსენებთ ირაკლი კობახიძის დღევანდელ პოსტს:

„ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა!
ომის შედეგად დაიღუპა ათი ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია – 450-ზე მეტი ბავშვი. ლტოლვილად და დევნილად იქცა 16 მილიონი უკრაინელი. ომმა გაანადგურა უკრაინის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა.
ომის დაწყებამდე ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ომის არდასაშვებად და უდიდესი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის სამხედრო აგრესია მაინც შედგა.
უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!
Слава Україні! “ , – აღნიშნულია კობახიძის facebook-განცახდებაში.

იტვირთბა....