ახალი ამბები მთავარი

ეკა მიშველაძე: დანაშაულის გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ ეკა მიშველაძემ პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ,  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს.

„გამოძიებამ დამისვა შეკითხვები განვიხილავ თუ არა რაიმე ვერსიებს მაგრამ მე ძალიან მიჭირს რაიმეზე ვიფიქრო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბედნიერი ურთიერთობა გქვონდა, გვაქვს და გვექნება იმ ადამიანებისდა სამწუხაროდ, ვინც ეს სისაძაგლე ჩაიდინა. ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ მათ შორის ვერც შურისძიების, ათას რამეზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რეალური მიზეზები. მე არ ვიცოდი, რომ დღეს ის საფლავზე მიდიოდა, შესაბამისად ისიც არ ვიცი ვისთან ერთად იყო იქ. ამ დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება პოლიტიკოსი თუ რიგითი ადამიანი დღისით მზისით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და ამისი გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს,“-აცხადებს ეკა მიშველაძე.

შეგახსენებთ,  გუშინ ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის.

 

იტვირთბა....