ამ წუთებში ბათუმში, ტელეკომპანია ტვ-25-ის ოფისში, რომელიც თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარეობს კრიმინალისტები მუშაობენ. შენობიდან ევაკუირებული არიან თანამშრომლები. სამართალდამცავები შენობაში ბომბს ეძებენ. რის საფუძველიც გახდა 112- ში შესული სატელეფონო შეტყობინება.
მომხდარის გამო, ეთერში ვერ გავა საინფორმაციო გამოშვება, რომელიც 17 საათზე უნდა გასულიყო. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
წყარო: „გურია ნიუსი“