ექიმის განცხადებით პეტრიაშვილს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მედიკოსებმა ორი ტყვია ამოიღეს, ერთი, რომელიც თირკმელთან ახლოს არის, დატოვეს, რადგან ამ ეტაპზე მისი ამოღება სასურველად არ მიიჩნიეს. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს დღის პირველ ნახევარში საბურთალოს სასაფლაოზე ესროლეს. მიმდინარეობს გამოძიება.