რესპუბლიკურ საავადმყოფოში „თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია დასრულდა. როგორც ჟურალისტებს საავადმყოფოს წარმომადგენელმა განუცხადა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.
პეტრიაშვილს სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
„ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ამ წუთში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – აცხადებენ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს თავს დღეს დაესხნენ. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს