ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პრემიერ-მინისტრი თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ალექსანდრე პეტრიაშვლზე თავდასხმას შემზარავს უწოდებს:

 

“მინდა, გამოვეხმაურო ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას და მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს.

მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა.

მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება.” – ნათქვამია პრემიერ -მინისტრის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. პოლიტიკოსი ქვედა კიდურებშია დაჭრილი და ოპერაციას უკეთებენ. ახლობლების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, უკავშირდება პირად ცხოვრებას და არა – პოლიტიკურს.

ერთ-ერთი ვერსიით, ალექსი პეტრიაშვილს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა სოსო დოლიძესთან, რომელიც ალექსი პეტრიაშვილის მეუღლის, ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის

ყოფილი შეყვარებულია. შეგახსენებთ, სოსო დოლიძის სახელი კარგა ხნის განმავლობაში უკავშირდებოდა ფოთის პორტის ტერმინალს. პოლიტიკოსის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, ბოლო ხანს მას ემუქრებოდნენ.

იტვირთბა....