კულინარია

როგორ მოვამზადოთ მარტივად სახლში ცნობილი მცხეთური ღვეზელი

მოამზადეთ სახლში პოპულარული, ტრადიციული მცხეთური ღვეზელი.

რეცეპტი -ს ინგრედიენტები:

(დაახლოებით 10 ღვეზელის გასაკეთებლად)

 

1 კგ. ფქვილი (800 გრ. ცომისთვის, დანარჩენი 200 გრ. მოსაზელად და მოსაპნევად)

1 კვერცხი

400 მლ. თბილი წყალი

25 გრ. მშრალი აქტიური საფუარი

1 ჩაის კოვზი მარილი

½ ლ. ზეთი

შიგთავსისათვის:

 

500 გრ. შერეული ფარში (ღორის და საქონლის ხორცის)

100 გრ. ბრინჯი

მწიკვი მარილი

1 ჩაის კოვზი შავი პილპილი

1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი

2 ხახვი

1 კვერცხი

ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი ოხრახუში (სურვილისამებრ)

 

მომზადების წესი

 

ცომის მომზადება:

 

1,  დიდ თასში ჩაყარეთ 800 გრ. ფქვილი, დაამატეთ 25 გრ. საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 1 კვერცხი. შემდეგ დაამატეთ 400 მლ. თბილი წყალი და ურიეთ ხელით, სანამ ცომის გუნდას არ მიიღებთ. შეახვიეთ, მოათავსეთ თბილ ადგილას და დატოვეთ ასე 1 საათით, რომ ამოვიდეს.

 

2,  მოაყარეთ დარჩენილი 200 გრ. ფქვილი და ზილეთ, სანამ საკმარისად არ გამკვრივდება. სამუშაო ზედაპირზე მოაპნიეთ ცოტაოდენი ფქვილი და მასზე ცომი პატარა გუნდებად დაყავით.

 

შიგთავსის მომზადება:

 

1, წვრილად დაჭერით ხახვი და თუშეთ, სანამ ოდნავ არ შეიბრაწება.

 

2, ტაფაზე დაასხით 40 მლ. ზეთი, დაამატეთ საქონლისა და ღორის ფარშის ნარევი, შავი პილპილი და უცხო სუნელი, ურიეთ ინტენსიურად, 5–6 წუთის განმავლობაში.

 

3, მოხარშეთ ბრინჯი 1 ჩაის კოვზ მარილთან ერთად. ჩაყარეთ თასში, დაამატეთ მოთუშული ხორცი, 1 კვერცხი და ურიეთ კარგად შერევამდე.

 

ღვეზელის მომზადება:

 

1, გააბრტყელეთ ცომის გუნდები. მოათავსეთ შიგთავსი ცენტრში თითოეულ მათგანზე, გადაკეცეთ და შეკარით.

 

2, წვით 1 სმ. სიღრმის ცხელ ზეთში, სანამ არ შეიბრაწება. მიირთვით ცხელი.

 

kulinaria.ge

იტვირთბა....