ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

5 გასროლა იყო და სამი მოხვდა: „ეს არის უსერიოზულესი ფაქტი“

 

„მომხდარზე სპეკულაციას ვერ დავიწყებ ახლა. ვიცით, რომ რომ ბუკა 12 საათისთვის მისული იყო ლევან მიქელაძის საფლავზე. დღეს ლევანის დაბადების დღეა და ამას იგი ყოველ წელიწადს აკეთებდა. მას აქვს მოხვედრილი 5 ტყვია. რამდენადაც მე ვიცი, იგი მარტო იყო იქ მისული. ხუთი გასროლა იყო, როგორც ჩანს და სამი აქვს მოხვედრილი ფეხში და მუცლის არეში. ახლა, უტარდება ოპერაცია და ექიმმა თქვა, რომ მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტია, რომ პოლიტიკოსზე განხორციელდა თავდასხმა, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე. ეს არის უსერიოზულესი ფაქტი.“ – ასეთი შეფასება პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.

შეგახსენებთ, დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

იტვირთბა....