ახალი ამბები მთავარი ციტატა

“იურიდიული თვალსაზრისით ძალიან დაბალი დონის დოკუმენტია” – “უცხოეთის აგენტების” კანონპროექტზე

[su_quote] გავეცანი კანონპროექტს. გარდა იმისა, რომ იურიდიული თვალსაზრისით ძალიან დაბალი დონის დოკუმენტია, მისი შინაარსი გახლავთ პუტინის რუსეთში მოგონილი და მიღებული კანონების გამომღერება, მსოფლიოში მსგავს კანონებს ერთი სახელი აქვთ, “პუტინის უცხო ქვეყნის აგენტების კანონი” და იგი ავტორიტარიზმის ოფიციალურად გაფორმების აქტად აღიქმება.

მისი არათუ მიღება, არამედ საპარლამენტო განხილვაში შესვლაც კი არის დივერსია მოწყობილი საქართველოს ევროპული პერსპექტივის გასანადგურებლად. [/su_quote]

– განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, „ხალხის ძალამ“ პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც „უცხო ქვეყნის აგენტების“ გამოვლენისკენაა მიმართული.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლები თვლიან, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყარო გამჭვირვალე უნდა იყოს.

იტვირთბა....