დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კომუნისტური პარტიის მცხეთის რაიკომის ოფიციალური გაზეთი გაასაჯაროვეს, რომელშიც საუბარია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, მირიან მჭედლიშვილზე.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, მირიან მჭედლიშვილი 1985 წელს რაიკომის ინსტრუქტორად მუშაობდა და ცეკაში აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. როგორც ისინი ამბობენ, მჭედლიშვილი ანტიდასავლური პროპაგანდით ამ დრომდეა დაკავებული და მის გადაყენებას მოითხოვენ.
„დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ლობირებდა ბატონი მჭედლიშვილის დანიშნვნას ამ თანამდებობაზე. KGB-ს თანამშრომლების ყოფნა ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელეკმა.
მისივე თქმით, გამოძიება ივანიშვილის მიმართაც უნდა დაიწყოს, რადგან მირიან მჭედლიშვილი ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო.