თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა საბურთალოს, ისნის, კრწანისის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორის და გლდანის რაიონებს შეეხება. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს და საკაბელო ტრასების გამოკვლევას ასახელებს.
საბურთალოს რაიონში 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის I, II კვარტლების, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00 საათამდე კი, პეკინის გამზირის, კალანდაძის, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ციხისძირის, წულაძის, ვარდის მოედნის, კონსტანტინე ერისთავის, ალადაშვილის, ხივინის და ერევნის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის და ფონიჭალის დასახლების მცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00 საათამდე კი, დაბა ტაბახმელის, წავკისის და ოქროყანის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის და გოგოლის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, მაღალაშვილის, შატილის, საჩხერის, ჩარგლის, ურეკის და ცოდნისკარის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00-დან 15:00 საათამდე სამგორის რაიონში შეზღუდვა შეეხება აბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო გლდანის რაიონში – სარაჯიშვილის, ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს”.-ნათქვამია განცხადებაში.