ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„რატომ იქცევა კალაძე სხვაგვარად“? – US News „გაზპრომზე“ სტატიას აქვეყნებს

 

იმ დროს, როცა რუსეთი დაკავებულია სირია-უკრაინის საკითხით, რუსული სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი” ქვეყნის იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილებას განაგრძობს და საქართველოსთან გაზის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ამერიკული გამოცემა US News ენერგეტიკის სამინისტროსა და “გაზპრომს” შორის მიმდინარე კონსულტაციებს ვრცელ სტატიას უძღვნის.

სტატიის ავტორი აცხადებს, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი “გაზპრომთან” მოლაპარაკებით გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანას.

“საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ცნობილი ფეხბურთელი კახა კალაძე მილანში, ვენასა და ლუქსემბურგში ხვდება “გაზპრომის” ხელმძღვანელ ალექსეი მილერსა და პუტინის გარემოცვის სხვა წარმოამდგენლებს. კალაძე ქართველ ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ეს ყველაფერი დივერსიფიკაციის მიზნით ხდება. საქართველოსთვის დივერსიფიცირება ნიშნავს, რუსული გაზისგან გათავისუფებას, კალაძე კი ნათელია, რომ საწინააღმდეგოს აკეთებს.

მაშინ რატომ იქცევა კალაძე სხვაგვარად? რატომ ეთანხმება ამ ყველაფერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღესაც მთავრობას მართავს. ივანიშვილი ჰქონდა დიდი წილი “გაზპრომში”. ვინ მოიგებს ამ ყველაფრიდან?” – წერია სტატიაში.

 

იტვირთბა....