ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„დადგა დღე, როცა უკვე ღიად და საჯაროდ უნდა ვთქვა – თორნიკე ნანობაშვილი ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა! ” – გიორგი ფხალაძე

აქტივისტი გიორგი ფხალაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის დაუდგენელ ვითარებაში, ტრაგიკულად დაღუპულ თორნიკე ნანობაშვილს ეხება.

„დადგა დღე, როცა უკვე ღიად და საჯაროდ უნდა ვთქვა!!!
თორნიკე ნანობაშვილი ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა!!!
თორნიკე ნანობაშვილის სიკვდილი შემთხვევითობა არ არის!!!
თორნიკე ნანობაშვილის სიკვდილში დამნაშავე პირები არსებობენ.
ჩვენ გამოძიებას საკმარისი და საკმარისზე მეტი მტკიცებულება წარვუდგინეთ, რათა ბრალი წაეყენებინათ იმ პირებისთვის ვისაც თორნიკეს სიკვდილში ბრალი მიუძღვის.
1) გამოძიებამ ბრალეულ პირებს მიაწოდა გამოძიების დეტალები წვრილმანებამდე, მათ შორის გამოკითხულ პირთა ჩვენებები და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია, რითიც დამნაშავე პირებს მისცა საშუალება მოეფიქრებინათ ალიბი.
2) საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დარღვევით, შემთხვევის ადგილს შეუცვალეს პირვანდელი სახე. სავარაუდოდ მოხდა ნივთმტკიცებულებების ფალსიფიცირება, კვალის წაშლა.
3) შემთხვევის ადგილის გარშემო მდებარე გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება შემთხვევიდან ერთი თვის თავზე გადაწყვიტეს და აღმოჩნდა რომ ჩანაწერების ამოღება დაგვიანდა, რადგან წაიშალა ან განადგურდა.
ჩვენ, ოჯახმა თავად მოვახერხეთ და მოვიპოვეთ მკიცებულებები.
დავადგინეთ თორნიკეს სიკვდილში ბრალეულ პირთა ვინაობა, მოვიპოვეთ სოციალურ ქსელში მიმოწერები, ხელთ გვაქვს პირთა აღიარებითი ჩვენებების აუდიო მასალა, სადაც ირკვევა, რომ ამ პირებს აქვთ სხვა მძიმე დანაშაულებთან სავარაუდო კავშირიც.
მიუხედავად ამ ყველაფრისა გამოძიებას არ ჰყავს დაკავებული არავინ. არ აქვს ბრალი წარდგენილი არავისთვის!
ხელს აფარებენ დამნაშავეებს!!!!
კვალს მიზანმიმართულად შლიან!!!
ეს უნდა დასრულდეს!!!
თორნიკეს გამწარებული დედა სამართალს ითხოვს!!!
არ ეშინია მიუხედავად იმისა, რომ დაემუქრნენ“ , – წერს ფხალაძე.

იტვირთბა....