ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ: ტყიბულში ვითარება დაიძაბა

ტყიბულში შეკრებილი მუშების ნაწილი წუხელ შპს „საქნახშირი(ჯიაიჯიჯგუფი)“-ს ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. შსს-ს თანამშრომლების ცნობით, შახტის ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომელთა ნაწილი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, შენობის ფანჯრები დააზიანეს და ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

პოლიციას წუხელ აქციის მონაწილე ერთი პირი შპს „საქნახშირი (ჯიაიჯიჯგუფი)“-ს ადმინისტრაციის შენობაში ჰყავდა დაკავებული. დაკავებული პირი ახლა თავისუფალია და აქციის ყველა მონაწილეს ადმინისტრაციის შენობა ამ დროისთვის დატოვებული აქვს.

„მეტრონომი“ ტყიბულში განვითარებულ მოვლენებზე მუშაობს და ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.

იტვირთბა....