სასტიკი მკვლელობა მოხდა ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში. ძმამ ნაწამები დის ცხედარი ოთახში დაბმული იპოვა. იუზა გოგოლაძე ვარაუდობს, რომ მისი 67 წლის და, ნინა გოგოლაძე იმ დღეს აღებული პენსიის გამო მოკლეს. სოფლის მახცოვრებლები ყვებიან, რომ ქალი გაკოჭილი იყო და მას ზეწარი კისერზე ჰქონდა შემოხვეული. მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილს ყელის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სოფლის მოსახლეობა ყვება, რომ უკვე სახლებიდან გარეთ გასვლის ეშინია.
„ნაწამებია, მხეცის გაკეთებულია, ეს ადამიანის გაკეთებული არ არის. არ ვიცი დედის ნაშობმა შვილმა როგორ აწამა ასე,“-განაცხადა მოკლული ქალის მეზობელმა.
ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
რუსთავი 2