ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბადრი ესებუა დააკავეს

“საუკუნის ძარცვის” შემოქმედი , ბადრი ესებუა, ორწლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ესებუა ზუგდიდში გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

ჯერჯერობით მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის ადვოკატისთვის, ოჯახისთვის და მისი მეზობლებისთვის.

ცნობისთვის, ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.
იტვირთბა....