ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსამართლეთა ტესტების საკითხზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში გადმოგზავნილი დასკვნა შეეხება საჯარო მოხელეთა მხრიდან 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს“- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების პასუხები აპლიკანტების ნაწილმა წინასწარ იცოდა.

იტვირთბა....