aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სტამბოლში ფრენები უქმდება – რა მოხდა თურქეთში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძლიერ მიწისძვრასთან ერთად თურქეთში უამინდობაა – მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, სტამბოლში დღეისთვის დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა, მათ შორის არის ფრენები თბილისის მიმართულებით.

საუბარია “პეგასუსის” ორ ავიარეისსა და “თურქეთის ავიახაზების” ორ ფრენაზე. ყველა მათგანი გოგჩენის აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამბობენ, რომ სხვა რეისებზე შეფერხებები არ არის.

ხოლო ორი რეისი თბილისიდან”ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გეგმის მიხედვით შესრულდება.

ფრენების გადადებასთან ერთად უამინდობის გამო სტამბოლსა და ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში დღეს დახურული იქნება სკოლებიც.

იტვირთბა....