ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ მელია ხელს არ მოაწერს ხაბეიშვილი თავმჯდომარე ვერ გახდება?

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია,  აცხადებს, რომ ფორმალურად ჯერ კიდევ თავმჯომარედ ითვლება და ამდენიმე საათში მოაწერს ხელს, რომ ყრილობის ჩატარება შეძლონ, თუმცა, მისივე თქმით, შეუძლია ხელი არ მოაწერონ, შესაბამისად ყრილობა ვერ ჩატარდება:

“ფორმალურად ისევ თავმჯდომარედ ვითვლები.  ყრილობაზე დაამტკიცებენ არჩეულ თავმჯდომარეს. მე როგორ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, რამდენიმე საათში მოვაწერ ხელს, რომ ყრილობის ჩატარება შევძლოთ, მცირე ფორმატში, რამდენადაც ვიცი.

რომ არ მოვუწერო, ვერ ჩაატარებენ და ამიტომ ამას არ ვაპირებ”

–ხომ არ გაიფიქრეთ გულში, რომ არ მოვიწერო ხელი და გაიწელება, საინტერესო იქნება პროცესებიო?

“ერთი წამითაც არ ვგრძნობ თავს დამარცხებულად, პირიქითაც, ჩემთვის არაფერი იცვლება და თუკი რაიმე იცვლება, მხოლოდ უკეთესობისკენ. ჩემთვის თავმჯდომარეობა პოლიტიკურ აქტივობაში არ არის მნიშვნელოვანი”,- ამბობს მელია “რეაციაში”.

იტვირთბა....