ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მანდატების დათმობის შეთავაზება კაპიტულანტურია – ნიკა მელია

ენმ-ს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ ლევან ხებეიშვილის შეთავაზება მანდატებისა და პარტიის ცენტრალური ოფისის დათმობის შესახებ კაპიტულანტურია.

როგორც მელია  აცხადებს, ლევან ხებეიშვილის განცხადება თავიდან ცოტა ირონიული ეგონა, თუმცა, მალევე მიიღო “კარგად დამუშავებული გზავნილის ფორმა”.

” მარტივად რომ ვთქვათ, კაპიტულანტური პოზიციაა, კაპიტულანტური პირობების გაწერა მოხდა თურმე. იმედია რაციონალურობას დაუბრუნდებიან” – თქვა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმიტომ არ ჩამოსულა, რომ ენმ-სი, როგორც პარტიის ლიკვიდაცია მოხდეს.

“ამ 48 საათშიც დავინახე უფრო მეტი შეცდომა, იმედია პოზიციები გადახედილი იქნება და რაციონალურობას დაუბრუნდებიან, რადგან ეს საერთო ბრძოლას წარმატებას არ მოუტანს. განცხადება, რომელიც თავიდან მეგონა ცოტა ირონიული, თუმცა მალევე მიიღო კარგად დამუშავებული გზავნილის ფორმა, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კაპიტულანტური პოზიცია. კაპიტულანტური პირობების გაწერა მოხდა თურმე.

ამ პარტიას უბრძოლია, გაუმარჯვია, ხელისუფლებაში მოსულა, შეცდომები დაუშვია, მერე დაშვებული შეცდომების შედეგად ხელისუფლება დაუკარგავს, მერე შეცდომებზე გვისწავლია, მერე რაღაც ნაწილს შეცდომებზე არ უსწავლია და ამ ნაწილს პარტიის მართვა და ასე ხელისუფლებაში მოსვლაც სურს მომავალში, რაც მე გამორიცხულად მეჩვენება, მაგრამ არასოდეს ამ პარტიას კაპიტულაციური პირობები არ გაუწერია და ასე საჯაროდ, სიამაყით არ განუცხადებია. მიხეილ სააკაშვილი თავისი პერსონალური თავგანწირვის ხარჯზე ჩამოვიდა, არა იმიტომ, რომ ლიკვიდაცია მოვახდინოთ ენმ-სი, როგორც პარტიის”- დასძინა მან.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა გამარჯვებიდან რამდენიმე საათში თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, მზად არიან, დატოვონ პარლამენტი, საკრებულოები და ენმ-ს ოფისი ბიძინა ივანიშვილს გადაუფორმონ.

იტვირთბა....