ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ შეუკვეთა ნიკოს მკვლელობა? – ოჯახის ადვოკატი სავარაუდო დამკვეთებს ასახელებს

ვინ შეუკვეთა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა? – ოჯახის ადვოკატმა დღეს პირველად სავარაუდო დამკვეთებში  ძმები კაკულიები დაასახელა და უფლებადამცველი ახლა გამოძიების დასრულებას ელოდება.

მანამდე კი  სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის  გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მსჯავრდებულებისთვის, აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძის მიმართ  გამოტანილი    17 წლიანი სასჯელი არ შეიცვლება.

თბილისის ცენტრში მომხდარ მკვლელობაში  ბრალდებულები დანაშაულს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებენ, თუმცა რატომ მოკლეს 21 წლის ნიკო კვარაცხელია – 8 თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგაც ერთ-ერთი მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია.

იტვირთბა....