ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მადლობა ღმერთს, ის არ განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზას – ლავროვი ზურაბიშვილზე

მადლობა ღმერთს, ზურაბიშვილი არ განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზას – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ გამოცემა Russia-24-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, ვინც, მადლობა ღმერთს არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას, უფრო ცერემონიულ ფუნქციას ასრულებს… არის ხელისუფლება… მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ახლა მინდა კომპრომიტირება პოზიტიური სიტყვებით იმაზე, რასაც ის აკეთებს, მაგრამ მე უბრალოდ დავაციტირებ როგორც პრემიერ მინისტრს ასევე იმ მინისტრებს, ვინც სანქციებთან შეერთებაზე, მეორე ფრონტის [გახსნაზე] უპრეცედენტო ზეწოლაზე პასუხად ამბობენ: „იცით, ჩვენ ეროვნული ინტერესი გვამოძრავებს. ჩვენ სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, ტურიზმი გვაქვს და ჩვენ ვიღებთ ენერგორესურსებს” – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება. სალომე ზურაბიშვილმა კი 20 იანვარს განაცხადა, რომ ის რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას არ მიესალმება.

იტვირთბა....