aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პერგამოს მეტროპოლიტი, იოანე ზიზიულასი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

92 წლის ასაკში გარდაიცვალა პერგამოს მიტროპოლიტი, იოანე ზიზიულასი.

მიტროპოლიტი ზიზიულასი ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით ათენის საავადმყოფოში მკურნალობდა.

იოანე ზიზიულასი 1931 წლის 10 იანვარს საბერძნეთში, სოფელ კოზანში დაიბადა.

1986 წლის 22 ივნისს იგი პერგამოს ტიტულარულ მიტროპოლიტად აირჩიეს. 1993 წელს არჩეულ იქნა ათენის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივ წევრად. 2002 წელს ის აკადემიის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ამავდროულად სასულიერო პირიც იყო.

მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი გავლენიანი თანამედროვე, მართლმადიდებელი თეოლოგი იყო. მისი თეოლოგიური შრომები ფოკუსირებულია ეკლესიოლოგიასა და საღვთისმეტყველო ონტოლოგიაზე. მის ფილოსოფიაში ცენტრალური ადგილი უჭირავს პიროვნებას, როგორც ქრისტიანული თეოლოგიის ქვაკუთხედს.

იტვირთბა....