ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

BBC: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია

ბრიტანული BBC მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სტატიასთან ერთად იმ ფოტოს ავრცელებს, რომელიც გუშინ, მისივე სასამართლო პროცესიდან გავრცელდა.

მედიასაშუალება წერს, რომ მსოფლიო ლიდერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, მას შემდეგ რაც ის სასამართლო სხდომაზე გამოჩნდა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი.

სტატიაში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნის მიზეზებზე.

“პატიმრობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და ის ამტკიცებს, რომ მოწამლულია” – წერს   BBC.

გამოცემა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებებზეც წერს, რომელიც ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებებს იყენებს.

სტატიაში ასევე მოყვანილია ბოლო დღეების საერთაშორისო გამოხმაურებები მიხეილ სააკაშვილზე:

“მსოფლიო ლიდერებს შორის, რომლებიც მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლება მას “აწამებს და კლავს”.

„ოპოზიციის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება“, – დაწერა ტვიტერზე მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

ხუთშაბათს ევროპარლამენტმა განიხილა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სადაც ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი ჯანდაცვა.”

იტვირთბა....