aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლამისყანაში 72 წლის კაცს სავარაუდოდ მგლის ხროვა დაესხა თავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში გარეული ცხოველი 72 წლის ავთანდილ ბეინიშვილს დაესხა თავს. ადამიანის სხეულის ნაწილები ოჯახის წევრებმა მისივე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ საღამოს იპოვეს.

ერთი ვერსიით კაცს სავარაუდოდ მგლის ხროვა დაესხა თავს.  ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მტაცებლის მხრიდან სოფელზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და მგლებს სხვა დროს, შინაური ცხოველებიც შეუჭამიათ.

“თავისი და მივიდა, გააღო კარები და დანაწევრებული სხეული [იპოვა]. სავარაუდოდ მგელი იყო, ან ტურა” – ამბობს ადგილობრივი.

სოფლის მოსახლეობა პანიკაშია და მონადირეთა ჯგუფის ჩასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები უკვე დასრულებულია. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

იტვირთბა....