საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, რამდენიმე რეისი არ შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. “მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 25 თებერვლის 06:00 საათიდან 26 თებერვლის 05:59 საათამდე მსვლელობიდან იხსნება ჩქარი ელექტრომატარებელები თბილისი-ბათუმი-თბილისი №852/851 და №858/857, აგრეთვე საგარეუბნო მატარებელი ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი №683/684.
მათივე ინფორმაციით, დღეს თბილისის, ქუთაისი I-სა და ოზურგეთის მიმართულებაზე მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის №12/11 და №18 დღის სამგზავრო მატარებლები. ასევე, ოზურგეთიდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლები №654/653.
აღნიშნულ მიმართულებებზე სამგზავრო ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია. მატარებელთა მიმოსვლა სრულად აღდგება 26 თებერვალს.
სს “საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.