ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საზოგადოება არა ივანიშვილს სთხოვს პასუხს, არამედ სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დირექტორი მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საპატიმროდან ეხმაურება და წერს, რომ ტირანიის უმაღლესი საფეხური ერთი პირის ხელში ადამიანის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტის ძალაუფლებაა.

“ტირანიის უმაღლესი საფეხური ერთი პირის ხელში ადამიანის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტის ძალაუფლებაა. ზუსტად ამ ფაზაში იმყოფება ივანიშვილი და ზუსტად ამას გვაჩვენებს სააკაშვილის მკვლელობით. სანაცვლოდ, საზოგადოება არა ივანიშვილს სთხოვს პასუხს, არამედ სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება – ის უნდა მოკვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს, რომ კვდება. ამას ჰქვია კოლექტიური მორალური კახექსია”, – წერს ნიკა გვარამია.

იტვირთბა....