aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არ ვიცი როგორ აღვწერო ის სულიერი ტკივილი, რომელსაც განვიცდი ამ ფოტოს ყურებისას… მიშა – იცოცხლე- ლიზა ბოგუტსკაიას წერილი მიხეილ სააკაშვილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის რადა დეპუტატი, ლიზა ბოგუტსკაია მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და დღევანდელი სასამართლო პროცესიდან მესამე პრეზიდენტის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

“ჩემო ძვირფასო ადამიანო, მიხეილ, მიშა მე არ ვიცი როგორ აღვწერო ის სულიერი ტკივილი, რომელსაც განვიცდი როცა ამ ფოტოს ვუყურებ. ეს კოშმარია, ეს არის დაცინვა და წამება პირდაპირ ეთერში. სრულად წარმოუდგენელია ის ფაქტი რომ ახლა პუტინი ივანიშვილთან ერთად იღებს სიამოვნებას იმის შემხედვარე, თუ როგორ უსწორდებიან თავიანთ მოწინააღმდეგეს. მაგრამ უკრაინა საქართველო არაა, მით უტემეს არაა რუსეთი. როგორც არ უნდა ეცადა პოროშენკოს სააკაშვილის მოშორება, ხალხი დადგა სააკაშვილის დასაცავად. დადგა ყოველთვის და მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა უკრაინელები მშვიდად შეხვდნენ მაგალითად მიშას დაპატიმრებას. ან უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას, ყოველ ჯერზე ხალხის უზარმაზარი რაოდენობა გამოვიდა საპროტესტო აქციაზე. ათი ათასობით ადამიანი იკრიბებოდა შევჩენკოს მოედანზე, ხრეშატნიკზე, გრუშევსკის ქუჩაზე, მანქანებით უკეტავდნენ გზას ავაკოვის პოლიციელებს და გვარდიელებს, უკრაინელები იცავდნენ თავისუფლების, რეფორმების, გარდაქმნის და ცვლილებების სიმბოლოს.

მე არ ვიცი რა დაემართათ ქართველებს. რა გჭირთ ასეთი. რატომ აძლევთ საჯიჯგნად ადამიანს, რომელმაც თქვენ ყველას მოგცათ რწმენა რომ საქართველო შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში. სად ხართ ქართველებო, სად არის თქვენი ღირსების გრძნობა, სად არის თქვენი ვაჟკაცობა. გამოდით ქუჩებში, თქვენ ხომ ეს შეგიძლიათ. არ გყავთ ლიდერი – თქვენ შექმენით ის. თქვენ ვერასდროს აპატიებთ თქვენს თავს იმას რომ თქვენს თვალწინ ნელ-ნელა კლავენ ადამიანს. ვისი წყალობითაც თქვენი ქვეყანა მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

ჩვენო ძვირფასო ადამიანო, მიშა, არ დანებდე არავითარ შემთხვევაში – იცოცხლე…წერს ლიზა ბოგუტსკაია. 

იტვირთბა....