საქართველოს ეროვნული ბანკის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თანამდებობის დატოვების წინ გამოსათხოვარ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 (10) წელი იყო. იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით. ჯერ მხოლოდ ასე შევაფასებ, მემუარების წერა ძალიან ადრეა.
მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის” – წერს ქადაგიძე.
შეგახსენებთ, ერთი წლის წინ გაუფასურებულ ლარზე პასუხისმგებლობა მმართველმა კოალიციამ ეროვნულ ბანკსა და ქადაგიძეს დააკისრა. ერთწლიანი ბრალდებების ლოგიკური დასასრული, პარლამენტის მიერ ქადაგიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე უარის თქმა იყო.