aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა მოხდა თელავში: მუქარის წერილები, რომელსაც მკვლელობა მოჰყვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თელავში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. ამ ეტაპზე უცნობია რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა  ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში დანით დაჭრილი იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობის მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს მოკვლევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მოკლული ვეფხია გლურჯიძის დედა ციცინო გოგოლაძე აცხადებს, რომ მის შვილსა და მეზობელს დაპირისპირება დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.

ციცინო გოგოლაძის თქმით, მეზობელს, რომელმაც შვილი მოუკლა, მისი რძალი მოსწონდა. მისივე თქმით, მეზობელი მათ მუქარის წერილებს უგზავნიდა და სავარაუდოდ ამან გამოიწვია კამათი.

იტვირთბა....