ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვივა მედთან” პოლიცია მობილიზდა

კლინიკა “ვივა მედის” მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

კლინიკასთან პოლიციელები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც იქ პოლიტიკოსებმა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა დაიწყეს შეკრება.

ცოტა ხნის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ჩალაძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებისა და მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის შესახებ გააკეთა განცხადება.

მოგვიანებით კი, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა რეანიმაციაში გადაყვანის შეთავაზება ექიმებისგან მიიღო, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გადაიყვანენ.

იტვირთბა....