ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნარმანია მილიონი ხის დარგვის შემდეგ, ტანმაღალი ხეების დარგვასაც აპირებს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის გამწვანების გეგმებზე ისაუბრა. დავით ნარმანიამ, ის ტერიტორიები დაასახელა, სადაც ხეები დაირგვება.

“ ჩვენ უკვე შერჩეული გვაქვს ტერიტორიები, სადაც განხორციელდება საგაზაფხულო დარგვები ხე-მცენარეების. ეს იქნება ოქროყანის მიმდებარედ არსებული ტერიტორია, სადაც მოიჭრა გამხმარი და დაავადებული ხეები. მეორეს მხრივ, ეს იქნება მახათას მთის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მასიურად დაირგვება ხეები. ხოლო ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ცალკეულ ნაწილებში, სადაც არის თავისუფალი სივრცეები, დაირგვება ტანმაღალი ხეები. ” – განაცხადა ნარმანიამ.

იტვირთბა....