aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წამიერად დაკარგა წონასწორობა და დაეცა” – რა დაზიანებები მიიღო მიხეილ სააკაშვილმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზურაბ ჩხაიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის გადმოცემით მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და დაეცა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს დაზიანებები არ აქვს.

“პაციენტის გადმოცემით, მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას, როგორც თვითონ ამბობს. ექთნის მიერ ნანახი იქნა უკვე უშუალოდ საწოლში პაციენტი და მან განუცხადა ის რაც მოხდა, როდესაც ის შევიდა ტუალეტში. არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება, როგორც თვითონ ამბობს, არც ტკივილს უჩივის, ამბობს, რომ არც თავის დარტყმა არ ყოფილა”, – თქვა ჩხაიძემ.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს პარენტერალური კვება, თუმცა პაციენტი ამაზე თავს იკავებს და აკონტროლებს კალორაჟს, რომ ის იყოს 400-500 კალორიის ფარგლებში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დღეს თქვა, რომ ღამით მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაკარგა გონება, დაეცა და მიიღო დაზიანებები. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს მაღალი ტემპერატურა.

იტვირთბა....