aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პუტინი თავს დაესხა უკრაინას, რადგან სჯეროდა, რომ ჩვენ სერიოზული არ ვიყავით უკრაინის დაცვაზე“ – ბორის ჯონსონი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა Washington post-ში სტატია გამოაქვეყნა.

ის NATO-სა და ამ ორგანიზაციაში უკრაინის გაწევრიანებას ეხება.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვეუბნებოდით უკრაინელებს, რომ NATO-ში გვაქვს “ღია კარის” პოლიტიკა და რომ მათ აქვთ უფლება “აირჩიონ საკუთარი ბედი” და რომ რუსეთს არ უნდა შეეძლოს ვეტოს გამოყენება.

და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ღიად ვანიშნებდით მოსკოვს, რომ უკრაინა არასოდეს გაწევრიანდება ალიანსში, რადგან NATO-ს ამდენი წევრი თავად გამოიყენებს ვეტოს.

პრინციპში: კი, პრაქტიკაში: არა – ეს იყო მესიჯი.

და რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა? რას მივაღწიეთ რბილად ლაპარაკით?

შედეგი არის ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი ომი ევროპაში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაანადგურა უამრავი სიცოცხლე, სახლი, იმედი და ოცნება. მან ასევე გაანადგურა მის მიმართ თანაგრძნობის ან მისი პარანოიისადმი იუმორით შეხედვის ძალიან მცირე მიზეზიც კი […] .

პუტინი უკრაინაში არ შეჭრილა იმიტომ რომ ფიქრობდა, უკრაინა NATO-ში გაწევრიანებას აპირებდა. მან ყოველთვის იცოდა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდო იყო. ის თავს დაესხა უკრაინას, რადგან სჯეროდა – უამრავი მტკიცებულებით – რომ ჩვენ სერიოზული არ ვიყავით უკრაინის დაცვაზე. ის თავს დაეხა უკრაინას, რადგან სურდა ძველი საბჭოთა იმპერიის აღდგენა და იმიტომ, რომ სულელურად სჯეროდა, რომ ის გაიმარჯვებდა.

ჩვენ რომ საკმარისად მამაცი და თანმიმდევრული ვყოფილიყავით იმისთვის, რომ უკრაინა NATO-ში შეგვეყვანა, რეალურად რომ გვეგულისხმა ის, რასაც ვამბობდით, მაშინ ეს სრული კატასტროფა თავიდან იქნებოდა აცილებული”, – აღნიშნავს ჯონსონი.

იტვირთბა....