aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, ხაბეიშვილს ამ თანამდებობიდან ძალიან მალე გააგდებენ – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და პარტიის ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხაბეიშვილი ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის ხელდასმული თავმჯდომარეა, რომელსაც მალე მოიშორებენ.

„ […] ხაბეიშვილი ამ ადამიანების მიერ დროებით დასმულია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩამოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. ვნახეთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია ეს ადამიანები შეიცვალონ. ცხადია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა კეზერაშვილი-მერაბიშვილი“, – აღნიშნავს კალაძე.

იტვირთბა....