aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აფეთქება პაკისტანში – მეჩეთში მომხდარ შემზარავ ფაქტს 28 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

aviabiletebi
ავიაბილეთები

სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ პეშავარში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა მეჩეთი მლოცველებით იყო სავსე. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი.

განადგურდა შენობის ნაწილიც. ოფიციალური პირების თქმით, ხალხი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

აფეთქების მიზეზი უცნობია. ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ მათ, ვინც ინციდენტის უკან დგას “არაფერი აქვთ საერთო ისლამთან”.

იტვირთბა....