aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ნაციონალურ მოძრაობაში” ჩატარებული “ტრიუკით” ხელისუფალმა მიაღწია ტაქტიკურ გამარჯვებას – ხუხაშვილი

როგორც ყოველთვის ნაც. მოძრაობაში ჩატარებული “ტრიუკით” ხელისუფალმა მიაღწია ტაქტიკურ გამარჯვებას, მაგრამ ჩემის აზრით სტრატეგიულად დამარცხდა. ტაქტიკურ გამარჯვებას იმიტომ, რომ ისეთი ”მტერი”, როგორიც ხაბეიშვილია უნდა ინატრო, პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციისა და “კეთილის ბოროტზე” გამარჯვების დადგმისთვის. კუნთების თამაშში ყოველთვის ის იგებს ვისაც მეტი რესურსი აქვს. ამ კაცმა კი სხვა არაფერი იცის, და ყოველთვის “გაილახება”. თავი რომ დავანებოთ დასავლეთის მხრიდან მის მიმართ სრულიად აშკარა სკეპტიციზმს. ხელისუფალი სტრატეგიულად დამარცხდა, რადგან ნაც.მოძრაობამ დაკარგა ორბიტალური მიზიდულობა და შესაბამისად უაზრო გახადა ოცნების მთავარ იარაღი – “შუას გაკრეფით” მიღებულ ორპოლუსიანობა. ახლა სხვა პარტიებისთვის ნაცების ძახება უკვე აბსურდია. არც არავინ ითანამშრომლებს ამ თავმჯდომარის პირობებში. შესაბამისად, ფრონტის ხაზი გაიშლება და მულტი-პარტიულ ვითარებაში კარგად აპრობირებული პროპაგანდისტული მატრიცა გამოუსადეგარია….
იტვირთბა....