ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპროტესტო აქცია ჩიხში შევიდა, გენერალური დირექტორი გადადგა (ვიდეო)

გაფიცვის მეათე დღეს, გამგეობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, მეშახტეებს თანადგომის ნიშნად სიტყვით მიმართეს მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა. მიტინგის მიმდინარეობამ მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში გადაინაცვლა. „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ, ბეჟან ბალავაძემ, შეკრებილთ განუცხადა, რომ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ჩხეიძემ, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და მშრომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება მათ კომპეტენციას აღემატება. მან მაღაროელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაკენ მოუწოდა.

 

იტვირთბა....