„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ გამარჯვებულს, ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მელიას თქმით, ძნელია, ამ ბრძოლაში ვინმეს დამარცხებული ან გამარჯვებული უწოდო, რადგან მთავარი ბრძოლა არის მოსაგები ხელისუფლებასთან.
ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ქართული სახელმწიფო მიემართება რუსული ორბიტისკენ, შესაჩერებელია საქართველოდან ხალხის გადინება და ასე შემდეგ.
მელია აღნიშნა, ის რჩება პარტიაში და აგრძელებს ბრძოლას ქართული სახელმწიფოს გამარჯვებისა და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გამარჯვებისათვის.

