aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარვები ციხისძირში: ხეების გადამზიდავი კომპანია ნაცმოძრაობას ემუქრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია „ზიმო”, რომელიც ციხისძირიდან ხეების გადარგვის სამუშაოებს აწარმოებს, „ნაციონალურ მოძაობას” მოუწოდებს, კარვებისგან გზა გაათავისუფლოს. პარტიის წევრებს ორი კარავი იმ მონაკვეთზე აქვთ გაშლილი, რომლის გავლითაც კომპანიამ ხეები ზღვამდე უნდა მიიტანოს.

„დღესაც გავაფრთხილეთ, რომ ხვალ ეს გზა დაგვჭირდება. უნდა მოვიდეს სპეცტექნიკა და ხის გადასატანად საჭირო მასალებიც მოვიტანოთ. ყველა საჭირო საბუთი გვაქვს და თუ კარვებს არ დაშლიან, შესაბამისი ორგანოები გაათავისუფლებენ გზას”, – განაცხადა კომპანია “ზიმოს” ინჟინერმა ირაკლი შანავამ.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნოდარ დუმბაძის განცხადებით, ისინი უკანონო სამუშაოების განხორციელებას ხელს შეუშლიან.

„ნამდვილად არ ვაპირებთ კარვების დაშლას და იმ უკანონობის ხელშეწყობას, რასაც კომპანია „ზიმო” აკეთებს. სანამ ყველა საბუთს არ წარმოადგენენ, ჩვენ გავაგრძლებთ პროტესტს”. – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ციხისძირში კარვები 8 თებერვალს გაშალეს. ისინის აცხადებენ, რომ ხეების გადარგვა ციხისძირიდან უკანონოდ ხორციელდება.

იტვირთბა....