aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის ინტერვიუს მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება არ შემიძლია, დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, ამორალურია – მერაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვანო მერაბიშვილი  მიხელ სააკაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრეცლებს  და წერს, რომ ამორალურია, როცა აბრალებენ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის.

მერაბიშვილის თქმით, სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო.

მერაბიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის.

სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია.

რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი.

უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა.

რუსეთი მტერია, უკრაინა გაიმარჯვებს და მასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, საქართველოც გავა სამშვიდობოზე.

სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!”, – წერს მერაბიშვილი.

ცნობისთვის, სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიგრვლიანის საქმე არაობიეტურად შუქდებოდა და ნანობს, შს მინისტრი, ვანო მერაბიშვლი რომ არ გაათავისუფლა.

იტვირთბა....